პატიმართა სასამართლო დაცვის გაძლიერება ევროპის მასშტაბით
Full version in English

ჩვენი სამუშაო

European Prison Litigation Network (ევროპული ციხის სამართალწარმოების ქსელი) იცავს და აძლიერებს პატიმრების ფუნდამენტურ უფლებებს კონტინენტის მასშტაბით და ადვოკატირებას უწევს პატიმრობის შემცირებულ გამოყენებას. 30-მდე სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატთა ასოციაციებისგან შემდგარი ჩვენი ქსელი მოიცავს პატიმრებსა და მათ უფლებადამცველებს საშინაო, ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში სასჯელაღსრულებისა და ციხის პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
More on our work
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

ჩვენ კამპანიას ვუწევთ პატიმრების უფლებებს, ჰქონდეთ წვდომა სამართლებრივ ინფორმაციაზე, სამართლებრივ წარმომადგენლობასა და იურიდიულ დახმარებაზე და ვისწრაფვით, დავიცვათ პატიმრები სამართალწარმოების დაწყების საფუძველზე შურიძიებისაგან. ეს უფლებები არსებითია პატიმართა სასამართლო დაცვისათვის და უზრუნველსაყოფად, რომ სამართლებრივი განვითარებები არ იყოს მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული გავლენა ჰქონდეს ციხის სისტემაზე.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ევროპული ციხის ჯანდაცვის სისტემების სისტემატურ ჩავარდნებს და მხარს ვუჭერთ პატიმრების ჯანმრთელობის დაცვის უფლებას ციხეებში ჯანმრთელობის დაცვის დამოუკიდებლობისა და დაავადებული პატიმრების გათავისუფლებისთვის კამპანიის წარმოებით. ELPN ხელს უწყობს პატიმრებისათვის მეთვალყურეობის ეკვივალენტის პრინციპს საჯარო ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტებში და ციხის კედლებს მიღმა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მეშვეობით.

ინსტიტუციური ძალადობა

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციხეში ძალადობას წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეების დოკუმენტირებითა და განგაშით, და საშინაო და საერთაშორისო სასამართლოების წინაშე მსხვერპლთა დაცვით. ციხეში ძალადობის გამომწვევი მიზეზების დასაძლევად ჩვენ ასევე ვახორციელებთ ციხის გარემოს მახასიათებლების ანალიზს, რომლებიც სტრუქტურულ პირობებს ქმნიან ძალადობისათვის. ჩვენი კვლევის საფუძველზე ჩვენ მხარს ვუჭერთ კანონების სამართლებრივი გარანტიების გამოყენებას პატიმართა მიმართ, ციხის ადმინისტრაციის უფლებამოსილების მკაცრ კონტროლს, პატიმრობის გამოყენებისა და სასჯელის ვადის შემცირებას. ჩვენ ვახორციელებთ სამართალწარმოებას სასჯელის კორექტირების პროცედურებისთვის პროპორციულობისა და არათვითნებობის პრინციპების გარანტიის გამოსაყენებლად.